ფეხბურთი

22:00 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსიში” ემერიზე და ბიელსაზე ფიქრობენ

“სუონსის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun იუწყება, რომ უელსურ კლუბში უნაი ემერიზე და მარსელო ბიელსაზე ფიქრობენ.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “გედები” პირველი ვარიანტად უნაი ემერის განიხილავენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბასკ მწვრთნელთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, მარსელო ბიელსასთან დაიწყებენ მოლაპარაკებას.

უნაი ემერი მესამე წელია “სევილიას” წვრთნის და ამ დროის განმალობაში, ანდალუსიურ კლუბს ევროპა ლიგა ორჯერ მოაგებინა. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ “დალაქები” ემერი შეელიონ.

შესაბამისად, მარსელო ბიელსას შანსები იზრდება, რომელიც “მარსელიდან” წამოსვლის შემდეგ, ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ “სუონსიმ” გარი მონკი გასულ კვირას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვა და კლუბს დროებით ალან კურტისი წვრთნის.

0.112987