საქართველოს ვაჟ კალათბურთელმა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტური „მგზავრები-არმია“-„დინამოს“ შეხვედრით დასრულდა. „მგზავრები-არმიას“ პირველ წრეში გამართული მატჩი 42:48 ჰქონდა წაგებული, ამდენად, რევანშისთვის იყო განწყობილი.
მიუხედავად ამისა, „დინამომ“ ეს შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა, მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგო და დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა - 84:63.
შესანიშნავ ფორმაში იმყოფება „დინამოსა“ და ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე. ამჯერად, მან გუნდს 29 ქულა შესძინა და წინა ტურში მის მიერ დამყარებული რეკორდის გასამეორებლად ორად ორი ქულა დააკლდა. ბოლო ორ შეხვედრაში გიორგიმ გუნდს 60 ქულა მოუტანა, რაც დიდებული შედეგია.
აღსანიშნავია, რომ „დინამომ“ დისკვალიფიცირებული ილია ლონდარიძის არყოფნაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, მეორე ადგილზე გადაინაცვლა და დაკარგული ქულებით, ერთპიროვნულ ლიდერ „ბათუმს“ ქულითღა ჩამორჩება.
მასპინძელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი კახა ჯინჭარაძემ აჩვენა, რომელმაც 14 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
მგზავრები-არმია - დინამო 63:84 (14:20, 17:22, 16:24, 16:18)