ფეხბურთი

17:46 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლოვრენი მძიმე ტრავმას გადაურჩა

“ლივერპულის” ცენტრალური მცველი დეიან ლოვრენი მძიმე ტრავმას გადაურჩა – იუწყება ინგლისური პრესა.

26 წლის მცველმა მუხლის ტრავმა “ვესტ ბრომვიჩთან” ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მიიღო. დაზიანება ერთი შეხედვით ძალიან მძიმე ჩანდა, თუმცა ხორვატი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და დაახლოებით 3 კვირაში შეძლებს დაბრუნებას.

ლოვრენმა მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა.

0.117074