კალათბურთი

17:31 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირვინგი პარკეტზე დაბრუნებას გეგმავს

“კლივლენდ კავალიერსის” ძირითადი გამთამაშებელი კაირი ირვინგი პარკეტზე დაბრუნებას 18 დეკემბერს “ოკლაჰომასთან” მატჩში გეგმავს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.წყაროს ცნობით, კაირის დიდი სურვილი აქვს “ოკლაჰომასთან” თამაშის, მაგრამ გამთამაშებელმა უნდა გაიაროს გამოკვლევა, რომელიც საბოლოოდ დაადგენს მზად არის თუ არა პარკეტზე დასაბრუნებლად.

შეგახსენებთ, რომ კაირიმ ტრავმა გასული სეზონის ფინალში მიიღო. გამთამაშებელმა მუხლი დაიზიანა, რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა და მიმდინარე სეზონის 23 შეხვედრა გამოტოვა.

0.114586