მადრიდის “ატლეტიკოს” ბანაკში კარგი სიახლეა. კლუბის თავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა – იუწყება “როხიბლანკოს” ოფიციალური ვებგვერდი.
კოლუმბიელი ფორვარდი ნომბერში სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა და დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება მოუწია.
მარტინესმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.