ჭიდაობა

14:08 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილის და ოდიკაძის პირველი გამარჯვებები ინდოეთის ლიგაში

10 დეკემბერს ინდოეთში დაიწყო ქვეყნის პირველი საკლუბო ჩემპიონატი Pro Wrestling League, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის კლუბი “პენჯაბი” ელიზბარ ოდიკაძის “მუმბაის” დაუპირისპირდა.

ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა ხინჩეგაშვილმა (57) დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. მან ინდოელი რაჰულ ავარე 6:0 დაამარცხა. ელიზბარ ოდიკაძემ (97) ინდოელი მაუსამ ჰატრის 8:3 მოუგო. ოდიკაძის თანაგუნდელმა – სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძემ (125) მონღოლი იარგალსაიხან ჩულუუნბატი 2:1 დაამარცხა. საბოლოოდ, “მუმბაიმ” ხინჩეგაშვილის “პანჯაბი” 43”24 დაამარცხა.

14 დეკემბერს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც “მუმბაი” “ბენგალურუს” დაუპირისპირდა, ლევან ბერიანიძემ (125) კი თავის ანგარიშზე მორიგი გამარჯვება ჩაიწერა. მან დავით მოძმანაშვილი 4:1 დაამარცხა.

ამჯერად არ უჭიდავია ელიზბარ ოდიკაძეს, რომელიც მეტოქე გუნდის გადაწყვეტილებით დაიბლოკა. წესების მიხედვით, ორივე გუნდის კაპიტანს შეუძლია დაბლოკოს მოწინააღმდეგე გუნდის ერთი წონითი კატეგორია. ამავე მიზეზით არ იასპარება ხინჩეგაშვილმა 13 დეკემბერს “ვარიორსთან” შეხვედრაში.

16 დეკემბერს მოძმანაშვილის “ბენგალურუ” “ჰარაიანა ჰამერს” შეხვდება. 17 დეკემბერს ოდიკაძის “მუმბაი” “ვარიორს” შეხვდება, 18 დეკემბერს კი ხინჩეგაშვილის “პანჯაბი” “დილი ვეერს” დაუპირისპიდება.

www.wrestling.ge

0.132391