ფეხბურთი

13:09 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი არგენტინის გაწვრთნაზე ოცნებობს

ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი არგენტინის ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე ოცნებობს. სამხრეთამერიკელი სპეციალისტი ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს დარჩება თუ არა 2015 წლის კოპა ამერიკის ჩემპიონის თავკაცად.

“4 იანვრის არჩევნებს ველოდები და ვნახავ როგორი იქნება ახალი პრეზიდენტის გეგმები. საჭიროა ვიცოდე ახალი პრეზიდენტი მიიღებს თუ არა ჩემ გეგმას. თუ მექნება მხარდაჭერა მაშინ ჩილეს თავკაცად დავრჩები.” – განუცხადა ხორხემ Puro Concepto-ს.

თუ სამპაოლის გეგმა ახალმა ჩილეს ფეხბურთის ხელმძღვანელმა არ მიიღო, მაშინ ხორხე ახალ გუნდს მოძებნის. არგენტინელი სპეციალისტის ოცნება “ალბისელესტეს” გაწვრთნაა.

“ეს ყველა არგენტინელი მწვრთნელის ოცნებაა, ისევე როგორც ფეხბურთელების. მომწონს არგენტინის პოტენციალი. მათ ჰყავთ საუკეთესო თავდამსხმელები და ამით სხვა გუნდებთან შედარებით ერთი თავით მაღლა არიან. მოვიდა “ალბისელესტეს” წარმატების დრო. დარწმუნებული ვარ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს და გუნდს შეუძლია რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს.”

2015 წლის კოპა ამერიკის ტურნირის ფინალში სამპაოლის გაწვრთნილმა ჩილემ პენალტების სერიაში არგენტინა 4:1 დაამარცხა.

0.109105