ქალთა ჩოგბურთში, საჩოგბურთო ასპარეზობის მიმდინარეობისას მოთამაშეთა მხრიდან ხმამაღალი კივილი სპორტის ამ სახეობის ისეთივე “აუცილებელი” ატრიბუტია, როგორც მაგალითად ღვინის ოცლიტრიანი ბოცისთვის ცხვარი და ხინკლისათვის კიდევ ცხარე შავი პილპილი.
თუმცა, კივილიცაა და კივილიც... ესპანელი მეჩოგნე ქალი, გარბინიე მუგურუსა ფიქრობს, რომ მისი კოლეგა და სპორტის ამბავში უხერხული მეტოქე, მარია შარაპოვა თამაშის დროს საზარელი ხმით იმიტომ კივის, რომ მოწინააღმდეგე დააფრთხოს და ამას ძალიან კარგადაც ახერხებს ხოლმე.
მუგურუსა აქამდე მარიას კორტზე სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ მარცხი განიცადა და რა გასაკვირია, რომ თავის გასამართლებელ მიზეზებს ეძებდეს, თორემ ჩოგბურთელისგან კივილი აბა რა საწყენია? ის კი არადა, მარია შარაპოვა ისეთი დაუდგრომელი და ხმაურიანი ვინმეა, “იმ ამბის” დროსაც ალბათ ისეთ ხმაზე კივის, ფოთი-თბილისის ღამის მატარებელსაც კი რომ არ უკივლია.