“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ხავიერ ერნანდესს უთხრა, რომ “წითელი ეშმაკების” თავდასხმის ხაზში მისი თამაში 1%-ის ტოლია. აღნიშნული ინფორმაცია ლევერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელმა ჩიჩარიტომ Marca-ს დაუდასტურა.
“ლუის ვან გაალს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ მე ჩემ პოზიციაზე თამაშის 1% მაქვს, ასე რომ, “ბაიერს” მივაშურე. გერმანიაში პირველივე დღიდან ვიგრძენი მხარდაჭერა. თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ, არა მარტო გატანილი გოლების გამო.” – განაცხადა ხავიერმა.
ჩიჩარიტომ მიმდინარე სეზონში “ლევეკუზენის” რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. გერმანიის ჩემპიონატში ერნანდესი გახდა პირველი მექსიკელი ფეხბურთელი, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა.