ფეხბურთი

11:05 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მელქაძემ “სპარტაკთან” გაახანგრძლივა

რუსეთის სახელით მოთამაშე გიორგი მელქაძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელი “სპარტაკის” სარეზერვო გუნდში 14-ჯერ გამოჩნდა და 4 გოლი გაიტანა. უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გიორგიმ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთხელ გამოიჩინა.

გასულ სეზონში შემტევი რუსული კლუბის მთავარ გუნდში მიიწვიეს – ითამაშა ცსკა-სთან და “ამკართან”. 2015 წელს კი მელქაძემ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზა.

0.119474