ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
მე-7 ნომრად განთესილი შაფათავა პირველ რაუნდში რუმინელ კრისტინა დინუს გაეჯიბრა და 4:6, 6:7 (8:10) დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე შაფათავა წყვილთა შეჯიბრსაც დაემშვიდობა.