კალათბურთი

23:14 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ერთპიროვნულ ლიდერს მოუგო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტური ასპარეზობის ერთ-ერთ აუტსაიდერ ,,რუსთავისა“ და ერთპიროვნულ ლიდერ ,,ქუთაისი 2010“-ს შეხვედრით გაიხსნა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობდნენ, ფავორიტად ქუთათურები ითვლებოდნენ.

ყველასათვის მოულოდნელად შეხვედრა ქვემოქართლელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი ტაიმი დიდი ანგარიშით (20:8) მოიგეს.

ამის შემდეგ, ,,ქუთაისი 2010“ გამოფხიზლდა, თამაში დაალაგა, რაც შედეგზეც აისახა. კოტე ტუღუშის შეგირდებმა ანგარიშიც გაათანაბრეს და წინ გასვლაც მოახერხეს.

მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. ,,რუსთავის“ ლეგიონერების ნიკოლა გაჩეშას (სერბეთი), კაელ ტურპინისა (აშშ) და გუნდის კაპიტან მიხეილ ჭოჭუას კარგი თამაშის წყალობით, მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა დროის ეს მონაკვეთი 17 ქულის სხვაობით (31:19) მოიგეს, მეტოქეს 71:63 სძლიეს და საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი – 20 ქულა ჭოჭუამ დააგროვა, გაჩეშამ (17 ქ. 19 მ.) და ტურპინმა (14 ქ. 13 მ.) კი ორმაგი დუბლი შეასრულეს.

სტუმრებს შორის ყველაზე მეტი – 15-15 ქულა გიგი ბარბაქაძემ და რიჩარდ მათიაშვილმა დააგროვეს. ამ უკანასკნელმა აღნიშნულ ქულებს 11 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

,,რუსთავი“ - ,,ქუთაისი 2010“ 71:63 (20:8, 11:17, 9:19, 31:19)

0.114518