ჭადრაკი

21:53 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილი ქალთა შორის საუკეთესოა

დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი London Chess Classic, რომელშიც საერთაშორისო დიდოსტატი სოფო გურამიშვილიც მონაწილეობდა. ბოლო მეცხრე ტურში გურამიშვილმა მასპინძელთა წარმომადგენელი ჯონ რიჩარდსონი თეთრებით დაამარცხა და ექვსი ქულა დააგროვა. ასეთივე მონაგარი აღმოაჩნდათ ინდოელებს ტანია საჩდევსა და აკშაია კალაიალაჰანს. საერთო ჩათვლაში გურამიშვილი 50-ე იყო, ხოლო ქალთა შორის უკეთესი კოეფიციენტით პირველ ადგილზე გავიდა. ტანიასა და აკშაიას კი, შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები ერგოთ.
8 ქულით პირველი ადგილი ჰოლანდიელმა ბენიამინ ბოკმა დაიკავა და ბუნებრივია, რომ მთავარი პრიზიც მას ერგო.

0.114268