კალათბურთი

21:20 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,ბათუმმა“ ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტურის მორიგი შეხვედრა ბათუმში ჩატარდა, სადაც ,,ოლიმპი“ სტუმრობდა. ამ ტურამდე აღნიშნულ გუნდებს ერთმანეთისაგან მხოლოდ ერთი ქულა აშორებდათ, მდევრის როლში კი სტუმრები იყვნენ.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ზღვისპირელებმა პირველი მეოთხედი 9 ქულის სხვაობით - 25:16 მოიგეს. აღნიშნული ტურის პირველი შეხვედრის მსგავსად მეორე და მესამე მეოთხედში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს- 58:59. ამ TamaSSიც მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 87:84 ზღვისპირელთა სასარგებლოდ.
,,ბათუმს“ სუპერლიგის მონაწილე გუნდებს შორის ყველაზე ცოტა 3 დამარცხება აქვს და დაკარგული ქულებით მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
ზღვისპირელთა გამარჯვებაში ლომის წილი მძიმე ფორვარდმა აკაკი დვალიშვილმა შეიტანა, რომელმაც 28 ქულითა და 14 მოხსნით ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 25 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა უკანახაზელმა ჯერემი ბაინუმმა დააგროვა.

,,ბათუმი“- ,,ოლიმპი“ 87:84 (25:16, 23:25, 11:18, 28:25)

0.118808