პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების მე-16 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, ორ-ორი მოთამაშე “უოტფორდიდან” და “ვესტ ბრომვიჩიდან” არიან წარდგენილნი, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ.
ტურის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: რობერტ ელიოტი (“ნიუკასლი”);
მცველები:იონას ოლსონი, კრეიგ დოუსონი (ორივე “ვესტ ბრომვიჩი”), ჯეიმს კოლინსი (“ვესტ ჰემი”), ნიომი (“უოტფორდი”);
ნახევარმცველები: იოჰან კაბაიე (“კრისტალ პალასი”), მარუან ფელაინი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რიად მაჰრეზი (“ლესტერი”), ჟუნიორ სტანისლასი (“ბორნმუთი”);
თავდამსხმელები: ვილფრიდ ბონი (“მანჩესტერ სიტი”), ოდიონ იგალო (“უოტფორდი”).