კალათბურთი

14:03 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეროზანი და დიურანტი კვირის მოთამაშეებად აღიარეს

“ტორონტო რეპტორზის” მცველი დემარ დეროზანი და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ფორვარდი კევინ დიურანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

კანადურმა კლუბმა კვირის განმავლობაში 4-ვე მატჩი მოიგო, დეროზანის საშუალო მაჩვენებლები კი 24.0 ქულა, 5.0 მოხსნა, 3.8 პასი და 1.0 ჩაჭრა იყო. 4 მატჩში იმარჯვა “სანდერმაც”, დიურანტი კი საშუალოდ 27.3 ქულას, 8.8 მოხსნას, 6.3 პასს და 1.8 ჩაჭრას აგროვებდა.

კვირის საუკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზიას აიზეია ტომასი (“ბოსტონი”), პაუ გასოლი (“ჩიკაგო”), ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), კრის პოლი და ბლეიკ გრიფინი (ორივე “კლიპერსი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”), ჯალილ ოკაფორი (“ფილადელფია”) და ერიკ ბლედსოუ (“ფინიქსი”) აცხადებდნენ.

0.115286