ფეხბურთი

12:47 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრედი აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის დასაჯეს

დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელი შემტევი ფრედი აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის 2016 წლის ივნისამდე დისკვალიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Globo ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელის ორგანიზმში აღმოაჩინეს ჰიდროჰლოროტიაზიდი, რომელსაც ხშირად აკრძალული პრეპარატების კვალის დასაფარად გამოიყენებენ. ფრედს დოპინგტესტი მიმდინარე წლის ივნისში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შემდეგ ჩაუტარდა.

ამ დროისთვის ბრაზილიელის დისკვალიფიკაცია კონმებოლის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ვრცელდება, თუმცა მას შემდეგ რაც აღნიშნულ საკითხს ფიფა განიხილავს, დიდი შანსია ფრედს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრზე გამოსვლა აუკრძალონ.

0.115748