თამაშგარე

12:01 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომარიო და დიქსი პრატი დაშორდნენ

ცოლიანი და პატიოსანი კაცის იმიჯი, გოჭ ნაფნაფის ჩალით გადახურულ ქოხს ჰგავს, რომელიც შეიძლება ქარის ერთი ამოქროლვით ჩამოიქცეს. ზუსტად ასე დაემართა ლეგენდარულ ბრაზილიელ მობურთალს, რომარიოს, რომელიც თავის ცოლს ოთხი წლის წინ დაშორდა და იმის მერე, იმდენი საყვარელი გამოიცვალა, მათი თვლა, ანგარიშის ცნობილ გენიას – თამაზ მეჭიაურსაც კი გაუჭირდებოდა.

რომარიოს სულ ბოლო გულისსწორი, ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, დიქსი პრატი იყო, რომელიც მობერებული ბრაზილიელი ლეგენდის სანახავად ბრაზილიას ხშირად სტუმრობდა და არაფერი სჯობდა იმის ნახვას, ეს შვლის ნუკრივით ასული როგორ ჭყუმპალაობდა თბილ ოკეანეში მობერებულ რომარიოსთან ერთად.

მაგრამ გამოხდა ხანი, აწუკვე ბრაზილიის პარლამენტის წევრი რომარიოს ცხოვრების განრიგი და გრაფიკი თანდათან უფრო დამძიმდა და “გაჰალსტუჰიანდა”, რამაც დიქსი პრატის ბრაზილიაში ჩასვლის ტემპები და ხალისი შეამცირა და ეს ყველაფერი საბოლოოდ წყვილის დაშორებით დამთავრდა. ეჰ რომარიო - ახლა უკვე ის დროა, დარდის დუდუკი ავახმიანოთ, მაგრამ სადაა?

0.136921