საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ცინცაძის “გრაველინ-დიუნკერკი” “პო ორტეზს” დაუხვდა და 80:72 იმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე 15 წუთი გამოჩნდა, თუმცა, კარგად ნამდვილად ვერ ითამაშა. ცინცაძემ სამი ორქულიანი და ამდენივე სამქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ქულას თითო მოხსნა-პასი წაამატა. გიორგიმ ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“გრაველინ-დიუნკერკმა” 3 მარცხის წილ მე-9 მოგება იზეიმა და სატურნირო ცხრილში “ლიონ-ვილერბანის” კვალად, მე-2 ადგილზე დამკვიდრდა. ცინცაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს, ისევ შინ, “დიჟონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.