კალათბურთი

1:06 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ტურის რჩეულთა შორის

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ ჩემპონატის მე-10 ტურის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა და საუკეთესოთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების და “მორაბანკ ანდორას” ცენტრი გიორგი შერმადინიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ანდორელებმა სტუმრად “ესტუდიანტესს” სძლიეს, შერმადინმა კი 12 ქულასთან ერთად 14 მოხსნა მიითვალა. გიორგის გამორჩევის საფუძველი სწორედ ეს ბოლო კომპონენტი აღმოჩნდა, რაც მთელს ტურში საუკეთესო გახლდათ.

“თუკი “ესტუდიანტესსა” და “ანდორას” შორის ფარქვეშ ზონას ვინმე აკონტროლებდა, ეს გიორგი შერმადინი გახლდათ. მან უფრო მეტი მოხსნა მიითვალა, ვიდრე – ქულა. გიორგის აქტივში 14 მოხსნა იყო, საიდანაც 12 თავის ფარზე მიითვალა, 2 კი – მეტოქისაზე”, - ვკითხულობთ ესპანური ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ისიც ვთქვათ, რომ შერმადინის გარდა, ტურის რჩეულთა შორის კიდევ 3 კალათბურთელი მოხვდა: პიერ ორიოლა ("სევილია", სარგებლიანობის კოეფიციენტი 35), ნიკოლას რიჩოტი ("ტენერიფე", 33 ქულა, 8 ზუსტი სამქულიანი), ბერნი როდრიგესი ("სევილია", 9 პასი).

0.127859