დრამატულად წარიმართა Grand Chess Tour-ის დასკვნითი ეტაპი, რომელსაც ლონდონმა უმასპინძლა. 9-დან 5.5 ქულით პირველობა გაინაწილეს: მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია), ანიშ გირიმ (ჰოლანდია) და მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი).
სატურნირო რეგლამენტით, პირველობის გაყოფის შემთხვევაში გათვალისწინებული ტაი-ბრეიქით, გირისა და ლაგრავის დაპირისპირებაში გამარჯვებული ნორვეგიელ ჩემპიონს შეხვდა.
ტაი-ბრეიქებით გადაღლილმა ფრანგმა დიდოსტატმა აშკარად ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა მეტოქეს და თითქმის უბრძოლველად დამარცხდა.
ამრიგად, კარლსენმა ბოლო 7 წლის განმავლობაში მეოთხედ მოიპოვა ლონდონური ტურნირის მთავარი პრიზი.
საბოლოო მდგომარეობა
1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2834) – 5,5 ქულა
2. ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784) – 5.5 ქულა
3. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2773) – 5.5 ქულა
4. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2788) – 5 ქულა
5. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2747)
6. ფაბიანო კარუანა (აშშ, 2787)
7. მაიკლ ადამსი (ინგლისი, 2737) – 4,5 ქულა
8. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2793) – 4 ქულა
9. ვიში ანანდი (ინდოეთი, 2796) – 3.5 ქულა
10. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2803) – 2.5 ქულა