ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრს პირველივე რაუნდში გამოეთიშა.
მე-4 ნომრად განთესილი შაფათავას და ჰოლანდიელი სინდი ბურგერის დუეტი გერმანულ-რუსულ ტანდემს (გრაიდეკი-იაშინა) ვერ გაუმკლავდა და 4:6, 4:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ შაფათავა ერთულთა ტურნირში მე-7 ნომრადაა განთესილი და რუმინელ კრისტინა დინუს დაუპირისპირდება.