მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი Sport Illustrated-ის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.
უილიამსმა წელს გრანდ სლემის რანგის სამი ტურნირი მოიგო. Sport Illustrated-ის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ბოლოს ქალმა 1983 წელს მოიგო, ხოლო ჩოგბურთელმა - 1992 წელს (არტურ ეში).