15 დეკემბერს მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტურში ,,რუსთავისა’’ და ,,ქუთაისი 2010’’-ის შეხვედრას რუსთავის ნაცვლად თბილისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ ,,რუსთავის’’ პრეს- სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავის სასპორტო დარბაზში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ამის გამო საკალათბურთო გუნდი ,,რუსთავი’’ საკუთარ მოედანზე ჩასატარებელ მატჩებს მეტოქის მოედანზე ან თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ატარებს.