ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ მარიო მანჯუკიჩს ტურინის “იუვენტუსისთვის” კარგი ფეხი აქვს. საქმე ისაა, რომ 29 წლის ბალკანელს, როცა “ბებერი ქალბატონის” მაისურით გოლი გააქვს, იმ შეხვედრას “იუვე” იგებს. მანჯუკიჩს აქამდე ყველა ტურნირის ჩათვლით ჯამში 17-ჯერ უთამაშია იტალიური გრანდის შემადგენლობაში და მეტოქეთა კარი 7 გზის აიღო. ყველა აღნიშნული მატჩი კი “იუვენტუსმა” მოიგო.
მანჯუკიჩს 4 გოლი აქვს სერია A-ში გატანილი (“ატალნატას”, “ემპოლის”, “პალერმოსა” და “ფიორენტინას” კარში), ერთი იტალიის სუპერთასზე “ლაციოსთან” და ორიც ჩემპიონთა ლიგაზე, ორივე “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ, ოღონდ სხვადასხვა შემხვედრაში – ყველა ზემოთჩამოთვლილი თამაში ტურინელთა სასრგებლოდ დასრულდა...