ფეხბურთი

11:18 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინმა მარადონას რეკორდი ვერ დაამხო

არგენტინელი გონსალო იგუაინი ლეგენდარული თანამემამულის, დიეგო მარადონას რეკორდს ვერ შესწვდა. კერძოდ, იტალიის სერია A-ში იგუაინმა ზედიზედ რვა საშინაო მატჩში გაიტანა გოლი და “რომასთანაც” რომ გაეტანა, დიეგოს რეკორდს გაიმეორებდა, რომელსაც 1987-1988 წლების სეზონში “სან პაოლოზე” გოლი მიჯრით 9 შეხვედრაში გაუტანია.

აღსანიშნავია, რომ მაშინ მარადონას სერია “რომასთან” 1:2 წაგებულ თამაშში შეწყდა. მართალია, ამჯერზე “ჯალოროსისთან” ნეაპოლიტანელებს არ წაუგიათ, მაგრამ გოლი ვერც იგუაინმა გაიტანა და 8 მატჩიანი სერია მანაც შეწყვიტა.

“რეალის” ექსფორვარდს იტალიის ჩემპიონატის ეგიდით ნეაპოლში ჯერკიდევ გასული სეზონის ბოლო ტურიდან მოყოლებული გაჰქონდა, როცა “ლაციოს” დუბლი შეუსრულა. წლეულს, კი “სამპდორიას” (დუბლი), “ლაციოს” (დუბლი), “იუვენტუსს”, “ფიორენტინას”, “პალერმოს”, “უდინეზესა” და “ინტერს” გაუტანა.

0.115349