იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდო” “ემპორიო არმანი მილანოს” ესტუმრა და დიდი ანგარიშით – 57:84 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გამოჩნდა და ორქულიანის ჩაგდება მოასწრო. მეტრეველმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს” 4 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილამდე დაქვეითდა. მეტრეველის კლუბი მომდევნო მატჩს 20 დეკემბერს, შინ, “პეზაროსთან” ჩაატარებს.
იტალიის რანგით მე-2 ლიგა სერა ა2-ში “ეტერნედილე ბოლონიასთან” გასვლითი მატჩი 75:86 წააგო გიგა ჯანელიძის “აურორა ბასკეტ ჯესიმ”. ქართველმა კალათბურთელმა 10:06 წუთში 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და ორ ქულას 1 მოხსნა წაამატა.
გარკვეული პაუზის შემდეგ, იტალიის მე-4 ლიგა – სერია C-ში ისევ გამოჩნდა სოსო მაჭავარიანი. ქართველი კალათბურთელის “ფაბიანი ფორმიამ” “სმიტი” 102:78 დაამარცხა, სოსომ კი 24:02 წუთში 7 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. მან 5-დან 3 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა.