ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) გახდა პირველი მექსიკელი, რომელმაც ბუნდესლიგაი ჰეთრიკი შეასრულა.
“გლადბახთან” მოგებულ (5:0) გერმანიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში მექსიკელმა თავი 63-ე, 75-ე და 76-ე წუთებზე გამოიჩინა.
ერნანდესი “ფარმაცევტების” რიგებს 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ჩიჩარიტომ 23 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.