ფეხბურთი

21:18 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი სიმშვიდეს ინარჩუნებს

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი სიმშვიდეს ინარჩუნებს და საკუთარ გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად არ მიიჩნევს.

სერია A-ს მე-16 ტურში “ინტერმა” “უდინეზე” სტუმრად 4:0 გაანადგურა, უახლოეს მდევარს უკვე 4 ქულით უსწრებს და შესაბამისად, მინიმუმ მომდევნო ტურამდე ლიდერობა შეინარჩუნა. არის შანსი იმისა, რომ მილანელებმა პოზიციები გაიმყარონ, რადგან მისი უახლოესი გუნდები დღეს ერთმანეთს ეთამაშებიან - “ნაპოლი” რომას” მასპინძლობს, ხოლო “იუვენტუსი” “ფიორენტინას” დაუხვდება.

“სეზონის მსვლელობისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჯერ ჩვენ ჯერ გზის ნახევარიც არ გაგვივლია. ამ სეზონში სკუდეტოსთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. მოთამაშეები მეგობრობენ და წაგებული თამაშებიდანაც კი, ყველანი ერთად ვცდილობთ გაკვეთილის მიღებას” - ამბობს მანჩინი.

განვლილ მატჩში რობერტომ დაცვის ხაზში გარკვეული ცვლილებები განახორციელა და “ბარსელონადან” განათხოვრების წესით აყვანილ მარტინ მონტოიას ახალ გუნდში დებიუტის საშუალება მისცა:

“ძალიან მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა. თავიდან მას გაუჭირდა, მაგრამ ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანია. ვცდილობ, დაცვაში ცვლილებები ნაკლებად განვახორციელო და მოხარული ვარ, რომ მარტინმა 6 თვის შემდეგ კარგი შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატი მკვეთრად გამოკვეთილი სასტარტო შემადგენლობის გარეშე დავიწყეთ, რადგან ზაფხულში გუნდში უამრევი ცვლილება განხორციელდა. ყველა ერთი დიდი პროექტის ნაწილი ვართ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ვინმეს რამდენიმე თამაშის გამოტოვება უწევს, მაგრამ მერე მოედანზე გადის და მატჩის მოთამაშე ხდება”.

0.121811