თამაშგარე

12:44 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰელგა “ზენიტზე” ეცემა

მთელი საფეხბურთო სამყარო ირიბი მზერით შესცქერის სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ბოლოდროინდელ დაშხოშიან თამაშს. თავად პეტერბურგელები კი მათი ქალაქის კლუბით ისე ამაყობენ – როგორც არასოდეს. “ზენიტზე” შეყვარებულთა შორისაა უკისკისესი მოდელი, ჰელგა ლოვეკატი.

ალბათ ხვდებით, რომ ჰელგა რუსი გოგონაა და ლოვეკატი მისი ფსევდონიმია. ჰელგა არაფრის დიდებით არ ამხელს თავის ნამდვილ გვარს, მაგრამ გვარს რა ჭკუა აქვს? მთავარია თქვენ მის ტან-ფეხსა და მკერდის ციალს შეხედეთ, თორემ დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს ივანოვა იქნება პავლოვა თუ პოპოვა.

მოკლედ, ეს ჩვენი ჰელგუშკა იძახის, ძალიან ვამაყობ პეტერბურგელი რომ ვარ და ჩემს ქალაქს ასეთი კარგი გუნდი რომ ყავსო. ლოვეკატი ასევე ამბობს - მე ჩავწვე შავ კუბოში და მე არ გავიხარო მთელს დუნიაზე, თუ “ზენიტს” ოდესმე განვუდგე და სხვა კლუბისკენ გავიხედოო. ვაჰმეეე...

0.130673