ფეხბურთი

1:47 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” დრამატულად იმარჯვა, “იუნაიტედი” “დინ კურტზე” დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს მანჩესტერული კლუბების მატჩები იწვევდა.

“მანჩესტერ სიტიმ” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილ “სუონსის” უმასპინძლა და დრამატული გამარჯვება მოიპოვა. “ქალაქელებმა” პირველი ნახევარი ვილფრიდ ბონის ზუსტი თავურით მოიგეს და მატჩში მშვიდად მიყავდათ დასასრულისკენ, თუმცა 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბაფეტიმბი გომისმა ფედერიკო ფერნანდესის გრძელი გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მასპინძლები ქულების დაკარგვის საფრთხის წინაშე იყვნენ, თუმცა ორ წუთში გაუმართლათ და 3 ქულა დარჩათ – იაია ტურეს დარტყმული აიჰენაჩოს მოხვდა და ბურთი ფაბიანსკის კარში აღმოჩნდა – 2:1.

მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელიც გასვლაზე “ბორნმუთთან” დარჩა უქულოდ. “წითელ ეშმაკებს” უამრავი მოთამაშე ჰყავს დაშავებული, რაც მათ თამაშზე ნათლად აისახება. ანგარიში მასპინძლებმა მე-2 წუთზე გახსნეს, სტანისლასმა დე ხეას კუთხურიდან ჩაუხვია და შესანიშნავი გოლის ავტორი გახდა. ლუის ვან გაალის შეგირდებმა გათანაბრება 24-ე წუთზე მოახერხეს: მარუან ფელაინიმ დამატებაზე ჩინებულად ითამაშა და ბორუცს შანსი არ დაუტოვა. მესამე და უკანასკნელი გოლი 54-ე წუთზე გავიდა, მასპინძლებმა ამჯერადაც კუთხურიდან გაიტანეს – რიტჩიმ ეულად დარჩენილი ჯოშუა კინგი შეამჩნია და ზუსტი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი, დე ხეას აუღებელი დაურტყა და თავის გუნდს ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუფორმა – 2:1.

კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა “კრისტალ პალასმა”, რომელმაც კაბაიეს გოლით შინ “საუთჰემპტონი” დაამარცხა, მე-6 ადგილზე გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

შესანიშნავ ფორმაშია ოდიონ იგალო, რომელმაც მე-10 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და “უოტფორდს” გასვლაზე “სანდერლენდთან” მოაგებინა.

დღის გახსნით შეხვედრაში “კეროუ როუდზე” ქულები “ნორვიჩმა” და “ევერტონმა” გაიყვეს, ხოლო “ბოლეინგ გრაუნდზე” “ვესტ ჰემი” და "სტოკი" უგოლოდ გაეყარნენ ერთმანეთს.

ნორვიჩი – ევერტონი 1:1 (0:1)

ნორვიჩი, “კეროუ როუდი”

ნორვიჩი (4-2-3-1): რუდი, მარტინი, ბასონგი, ოლსონი, უისდომი (ბენეტი 46), ტეტი, ო’ნილი, ჰულაჰანი (ჰაუსონი 84), რედმონდი, ბრედი, ჯერომი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, სტოუნზი, კოულმენი, ბეინსი, ბერი, კლევერლი, ბარკლი (გიბსონი 76), კონე, დეულოფეუ (მირალაში 69), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 ლუკაკუ (15), 1:1 ჰულაჰანი (47)
გაფრთხილებები: მარტინი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

კრისტალ პალასი – საუთჰემპტონი 1:0 (1:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-4-2): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, პანჩონი (მუტჩი 85), კაბაიე, მაკარტური, ზაჰა, ვიკჰემი (შამახი 92), ბოლასი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

საუთჰემპტონი (3-4-2-1): გაცანიგა, იოშიდა (ტადიჩი 67), ფონტე, ვან დეიკი, რომეუ (უარდ-პროუსი 79), ვანიამა, სოარეში, ბერტრანი, ს.დევისი (პელე 67), მანე, ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლი: კაბაიე (38)
მსაჯი: მაიკლ დინი

მანჩესტერ სიტი – სუონსი 2:1 (1:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, მანგალა, სანია, კლიში, ფერნანდინიო, ტურე, სილვა (დე ბრუნი 68), სტერლინგი (დელფი 46), ნავასი, ბონი (აიჰენაჩო 84).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, რანხელი, ნ.ტეილორი, ბრიტონი (მონტერო 75), კი, კორკი, რუტლიჯი (ბაროუ 76), ა.აიუ (გომისი 83), სიგურდსონი.
მწვრთნელი: ალან კურტისი

გოლები: 1:0 ბონი (26), 1:1 გომისი (90), 2:1 აიჰენაჩო (92)
გაფრთხილებები: ბონი, სანია, მანგალა – ნ.ტეილორი
მსაჯი: რობერტ მედლი

სანდერლენდი – უოტფორდი 0:1 (0:1)

სანდერლენდი, “სენტ მერი სთედიუმი”

სანდერლენდი (5-4-1): პანტელიმონი, ოში, ჯონსი, კოატესი, იედლინი (როდუელი 19), ვან აანჰოლტი, ბორინი (ა.ჯონსონი 57), მ’ვილა, უოტმორი, ტოივონენი, დეფო (უოტმორი 72)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, ბრიტოსი, კეტკარტი, აკე, ნიომი, უოტსონი, კაპუ, აბდი (გედიურა 69), ხურადო (ანია 76), დინი, იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლი: იგალო (4)
გაფრთხილებები: როდუელი
მსაჯი: გრემ სკოტი

ვესტ ჰემი – სტოკი 0:0

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი, ოგბონა, კოლინსი, კრესველი, ჯენკინსონი, სონგი (ვალენსია 64), ნობლი, კუაიტე, ანტონიო (იელავიჩი 83), ზარატე, კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, შოუკროსი, ჯონსონი, პიტერსი, კამერონი (ადამი 68), ველანი, არნაუტოვიჩი, ვან გინკელი (დიუფი 56), აფელაი (უოლტერსი 66), კრკიჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გაფრთხილებები: კუაიტე – პიტერსი, აფელაი
მსაჯი: ანდრე მარინერი

ბორნმუთი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 (1:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, სურმანი, არტერი (ო’კეინი 86), გოსლინგი, სტანისლასი, რიტჩი, კინგი (მურეი 65).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბურთუიკ-ჯექსონი, ბლინდი, მაკნეირი (ჯონსი 91), ვარელა, ფელაინი (პაუელი 74), კერიკი, ლინგარდი (პერეირა 31), მატა, დეპაი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 სტანისლასი (2), 1:1 ფელაინი (24), 2:1 კინგი (54)
გაფრთხილებები: არტერი, ბორუცი – პერეირა
მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.202214