ფეხბურთი

2:36 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" პოზიცია გაიმყარა

მილანის “ინტერმა” სერია A-ში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. მილანელებმა XVI ტურში გასვლაზე “უდინეზეს” დიდი ანგარიშით მოუგეს. თუმცა არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა მატჩი, რომ არა, მასპინძელი გუნდი მცველების საშინელი თამაში. დიახ, ის რაც “უდინეზეს” უაკნახაზელებმა გააკეთეს, ალბათ ძალიან იშვიათად თუ მოხდარა სადმე... საქმე იმაშია, რომ “ინტერმა” ოთხიდან სამი გოლი უდინელი მცველების საგოლე გადაცემებით გაიტანეს. ჯერ იყო და დაბნეულ მასპინძლები გონზე მაშინ მოვიდნენ, როცა მაურო იკარდი გატანილ გოლს აღნიშნავდა, ცოტა ხანში მაურიციო დომიციმ სტევან იოვეტიჩი საკუთარ მეკარეს პირისპირ შეატოვა და მონტენეგროელმაც მშრალი სერია შეწყვიტა, ხოლო 84-ე წუთზე უკვე იკარდიმ შეძლო დუბლის შესრულება მეტოქის ჩინებული გადაცემის შედეგად... წერტილი კი ხორვატმა ბროჟოვიჩმა დასვა, რომელმაც ოსტატური და ლამაზი გოლი შეაგდო.

მანამდე, “ბოლონიამ” სტუმრად “ჯენოა” ლუკა როსეტინის ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა. სხვათა შორის, ემილიელთა მცველს უკვე მიჯრით მეორე ტურია გოლი გააქვს, ისევე როგორც რობერტო დონადონის გუნდი იგებს. შესაბამისად, “ბოლონია” საშიშ ზონას ოდნავ დაშორდა. სამაგიეროდ, “ჯენოა” უკვე გასავარდნ ზონასთან დამეზობლდა.

გათავისუფლებას გადაურჩა დავიდე ბალარდინი, რომლის “პალერმომ” საკუთარ მოედანზე “ფროზინონე” 4:1 გაანადგურა.

დღეს გასამართი კიდევ ერთი მატჩი, რომელიც “სასუოლოსა” და “ტორინოს” შორის უნდა გამართულიყო, რეჯიო ემილიაში ჩამოწოლილი ნისლის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

“ჯენოა” – “ბოლონია” 0:1 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“ჯენოა” (3-5-2): პერინი; ანსალდი, დე მაიო, ბურდისო; იცო, ტაკჩიდისი, ტინო კოსტა (პეროტი 54), რინკონი; ლაქსალტი, გაკპე (ნტჩამი 83), პანდევი (კაპელი 71)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ოიკონომუ, როსეტინი, გასტალდელო (ფერარი 46), მორლეო (მბიაიე 71); ტაიდერი, დიავარა, ბრიენცა; რიცო (ბრიგი 31), დესტრო, მუნირი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლი: 0:1 როსეტინი (90)

გაფრთხილება: პეროტი (81) - გასტალდელო (25), მუნირი (73), დიავარა (81, 90)

გაძევება: დიავარა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 6 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 10:7 თამაშგარე: 1:8

მსაჯი: მარკო დი ბელო

“პალერმო” – “ფროზინონე” 4:1 (2:1)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 18 000

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; გოლდანიგა, სტრუნა, გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი (ანდელკოვიჩი 87), ჩოჩევი, იაიალო; ვასკესი; ტრაიკოვსკი (ბრუგმანი 81), ჯურჯევიჩი (ჯილარდინო 46)

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი (გუჩერი 83), ბლანჩარდი, დიაკიტე, პავლოვიჩი; გორი (კასტილიო 78), სოდიმო, პაგანინი (ტონევი 63), სამარკო; დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 1:0 გოლდანიგა (5), 2:0 ვასკესი (17), 2:1 სამარკო (24), 3:1 ტრაიკოვსკი (60), 4:1 ჯილარდინო (86)

გაფრთხილება: ჯურჯევიჩი (39), გონსალესი (88) – პავლოვიჩი (34), ბლანჩარდი (39), გორი (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 13 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

“უდინეზე” – “ინტერი” 0:4 (0:2)

უდინე, “ფრიული”

მაყურუბელი: 10 000

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დომიცი, პირისი; ვიდმერი, იტურა (პერიკა 70), ლოდი, ბრუნო ფერნანდესი (მარკინიო 56), ედენილსონი; დი ნატალე (აგირე 79), ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; მონტოია, მურილო, მირანდა, ტელეში; გუარინი, ფელიპე მელო; ლიაიჩი (ჟუან ჟესუსი 82), იოვეტიჩი (ბროჟოვიჩი 61), პერიშიჩი; იკარდი (მანაი 90)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 იკარდი (23), 0:2 იოვეტიჩი (31), 0:3 იკარდი (84), 0:4 ბროჟოვიჩი (86)

გაფრთხილება: ბრუნო ფერნანდესი (52), დომიცი (65), მარკინიო (89) – პერიშიჩი (8), ტელეში (15), ლიაიჩი (21)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 11 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დავიდე მასა

თეგებისერია A
0.26935