სასწაული არ მოხდა და გერმანიის ბუნდესლიგის 2015-2016 წლების სეზონის არაოფიციალური, ანუ, ზამთრის ჩემპიონის ტიტული მიუნხენის “ბაიერნმა” გაიფორმა. წინა ტურში, “რეკორდმაისტერი” გლადბახში დამარცხდა და ამჯერად შინ “ინგოლშტადტთანაც” იგივე რომ დამართნოდა, “დორტმუნდს” შანსი ექნებოდა, მაგრამ პეპ გვარდიოლას ბიჭებმა დებიუტანტთან ყურადღებით და პრაგმატულად ითამაშეს, შესაბამისად შედეგიც მიიღეს. ისე, მიუნხენურ გიგანტს გოლების გატანა მოუგვიანდა და ანგარიში მხოლოდ 65-ე წუთზე გახსნა. ვინ გაიტანდა თუ არა პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც თავის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. “ბაიერნის” მეცხრე ნომრის გოლიდან ზუსტად ათ წუთში სხვაობა კაპიტანმა ფილიპ ლამმა გააორმაგა და “რეკორდმაისტერს” ზამთრის ჩემპიონობა პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაუნაღდა.
გლდაბახური ზღაპარი ლევერკუზენში დასრულდა. მას შემდგომ, რაც ლუსიენ ფავრი ანდრე შუბერტმა შეცვალა, “ბორუსიას” ბუნდესლიგაში არ წაეგო. აღნიშნულმა სერიამ კი 10 თამაში (8 მოგება, 2 ფრე) შეადგინა. თუმცა, დასასრული ყველაფერს აქვს და “გლადბახის” წაუგებელი სერიაც დასრულდა, მაგრამ ალბათ, ერთი კვირის წინ, როცა ეს გუნდი “ბაიერნს” ლამაზ სტილში უგებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “ბაი არენაზე” არცთუ კარგ ფორმაში მყოფ “ბაიერთან” 5:0 განადგურდებოდა. მასპინძელთა შორის ისევ დიდებულად გაისარჯა ხავიერ ერნადესი – მექსიკელმა ბორუსიელებს სამი გოლი გაუტანა და ბუნდესლიგაში სადებიუტო ჰეთ-თრიქი შეასრულა. საერთოდ, ჩიჩარიტო “ლევერკუზენს” ძალიან მოუხდა და მარტო გერმანიის ჩემპიონატში უკვე 10 გოლი დაუგროვდა. მექსიკელისა არ იყოს, ბრწყინვალედ გაისარჯა შტეფან კისლინგი, ვინც დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, კისლინგს ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჩიჩარიტომ წაართვა, მაგრამ როჯერ შმიდტმა ამჯერზე მათი შეწყვილება გადაწყვიტა და შეიძლება ნანობს კიდეც, აქამდე რომ არ სცადა... ფაქტია, რომ “ფარმაცევტებმა” სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარეს და სატურნირო ცხრილში პოზიციები ოდნავ გაიუმჯობესეს.
მიმდინარე სეზონის მთავარი მოულოდნელობა ალბათ, ბერლინის “ჰერტას” საოცარი თამაშია. პალ დარდაის შეგირდები დიდ შესვენებაზე მესამე ადგილით გავლენ. “ჰერტამ” ამჯერად დარმშადტში ადგილობრივ გუნდთან გაისეირნა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. დედაქალაქური გუნდის ასეთი წარმატებული თამაში დიდწილად გამოცდილი ფორვარდების, სალომონ კალუსა და ვედად იბიშევიჩის დამსახურებაა. “მერკშტადიონზეც” მთავარი სიტყვა მათ თქვეს: ბოსნიელმა დუბლი შეასრულა, აფრიკელმა – წერტილი დასვა.
26 სექტემბერის შემდეგ პირველად მოიგო “ჰოფენჰაიმმა”. “სოფლელებმა ასე ნანატრი გამარჯვება შინ, არანაკლებ ცუდ დღეში მყოფ “ჰანოვერთან” მოიპოვეს. სხვათა შორის, ეს ჰუუბ სტევენსის ხელში “ჰოფეს” პირველი მოგებაა. და საერთოდ, ამ გუნდმა 8 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და იქნებ ახლა მაინც ეშველოს, თორემ II ბუნდესლიგის კონტურები უკვე უფრო და უფრო იკვეთება...
“მანჩესტერთან” ჩემპიონთა ლიგაზე როგორც ჩანს, მძიმე 90 წუთი გადაიტანა “ვოლფსბურგმა”. “მგლებმა” საკუთარ მოედანზე ორი მნიშვნელოვანი ქულა “ჰამბურგთან” დაკარგეს. ეგ კი არა, მაქსიმილიან არნლოდიმ სტუმართა გოლი ბოლოში გაქვითა, თორემ დიტერ ჰეკინგის გუნდი საერთოდ უქულოდ დარჩებოდა. დაკარგული ორი ქულის მიუხედავად, “ვოლფსბურგი” ოთხეულში აღზევდა “გლადბახის” წაგების გამო, რომელზეც ზემოთაც ვისაუბრეთ...
“ბაიერნი” – “ინგოლშტადტი” 2:0 (0:0)
მიუნხენი, “ალიანს არენა”
მაყურებელი: 75 000
“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, ბოატენგი (ალონსო 70), ბადშტუბერი, რაფინია; ვიდალი (ალკანტარა 51); კიმიჩი, მიულერი (როდე 79), მარტინესი, კომანი; ლევანდოვსკი
მწვრთნელი: გვარდიოლა
“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ბრეგერიე, ბაუერი; გროსი, როჯერი, კოენი (ვანენვეტში 53); ლექსი (კრისტიანსენი 68), ჰინტერსეერი (მულტაუპი 78), ლეჩკიე
მწვრთნელი: ჰასენჰუტლი
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (65), 2:0 ლამი (75)
გაფრთხილება: ბოატენგი (55), მარტინესი (89) – ლეველსი (56)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 9 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 4:6
მსაჯი: ვეინერი
“დარმშტადტი” – “ჰერტა” 0:4 (0:2)
დარმშტადტი, “მერკშტადიონი”
მაყურებელი: 17 000
“დარმშტადტი” (4-4-1-1): მატეინია; გარიჩსი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი; ჰელერი, გონდორფი (ვრანჩიჩი 78), იუნგვირტი, კემპე (რაუში 46); როზენტალი (საილერი 58); ვაგნერი
მწვრთნელი: შუსტერი
“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; რეგასელი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდი; სკიელბერგი (ჰეგელერი 82), ლუსტენბერგერი; კალუ (სტოკერი 79), დარიდა, ვეისერი (ვან დერ ბერგი 71); იბიშევიჩი
მწვრთნელი: დარდაი
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (12), 0:2 პლატენჰარდი (26), იბიშევიჩი (50), 0:4 კალუ (77)
გაფრთხილება: გონდორფი (38), ვაგნერი (39), რაუში (58), ვრანჩიჩი (76) – ლანგკამპი (38)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 9 (5) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: პერლი
“ჰოფენჰაიმი” – “ჰანოვერი” 1:0 (1:0)
ზინსჰეიმი, “ვირსოლ რეინ არენა”
მაყურებელი: 25 531
“ჰოფენჰაიმი” (4-4-1-1): ბაუმანი; კადერაბეკი, შარი, სულე, კიმი; ელიონუსი, შვეგლერი (ბიჩაკჩიჩი 86), სტრობლი, შმიდი; ამირი (პოლანსკი 83); ვოლანდი (ვარგასი 66)
მწვრთნელი: სტევენსი
“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; გულსელამი (ერდინჩი 60), სანე; კარამანი, ანდრეასენი, პრიბი (ბენშოპი 71); მაქსიმი (ბაჰრე 77)
მწვრთნელი: ფრონტზეკი
გოლები: 1:0 შმიდი (30)
გაფრთხილება: შარი (19) – გულსელამი (38), ალბორნოზი (72), ანდრეასენი (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 19 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:10 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: დრეესი
“ვერდერი” – “კიოლნი” 1:1 (1:0)
ბრემენი, “ვეზერშტადიონი”
მაყურებელი: 40 727
“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, გარსია; ბარგფრედე; ბარტლესი (ლორენცენი 87), გრილიტში (კროოსი 58), ოზტუნალი; უჯა (პიზარო 64)
მწვრთნელი: სკრიპნიკი
“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; ოლკოვსკი, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ლემანი, ვოგტი (გერჰარტი 50); რისე, ოსაკო, სვენტო (სორენსენი 90); მოდესტე (ცოლერი 46)
მწვრთნელი: შტოგერი
გოლები: 1:0 ვესტერგაარდი (4), 1:1 სვენტო (79)
გაფრთხილება: ბარტლესი (70), ოზტუნალი (70), ფრიტცი (83) – ვოგტი (45), გერჰარტი (50)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 12 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ვიკმანი
“ვოლფსბურგი” – “ჰამბურგი” 1:1 (0:1)
ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”
მაყურებელი: 30 000
“ვოლფსბურგი” (4-1-4-1): ბენალიო; ტრეში (დოსტი 46), ნალდო, დანტე, შეფერი; გუილავოჯი; ვიეირინია, დრაქსლერი (იუნგი 90), არნოლდი, შურლე (კალიჯური 63); კრუსე
მწვრთნელი: ჰეკინგი
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, ოსტზოლეკი; იუნგი, ჰოლტბი; მიულერი (დიკმაიერი 90), გრეგორიტში, ილიჩევიჩი (ჰანტი 81); ლასოგა (შიპლოკი 85)
მწვრთნელი: ლაბადია
გოლები: 0:1 მიულერი (21), 1:1 არნოლდი (78)
გაფრთხილება: დრაქსლერი (71) – ლასოგა (16), იუნგი (58), ოსტრზოლეკი (74), გრეგორიტში (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 5 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: შტარკი
“ლევერკუზენი” – “გლადბახი” 5:0 (1:0)
ლევერკუზენი, “ბაი არენა”
მაყურებელი: 30 210
“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰილბერტი (დონატი 46), ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბელარაბი, კრამერი, კამპლი (ფრეი 87), ჩალჰანოღლუ; ჩიჩარიტო (მეჰმედი 79), კისლინგი
მწვრთნელი: შმიდტი
“გლადბახი” (3-4-3): სომერი; იანტშკე (ელვედი 46), კრისტიანსენი, ნორდვეიტი; კორბი, ქსაკა, დაჰუდი (შულცი 81), ვენდტი; დრმიჩი, ტრაორე (რაფაელი 46), სტინდლი
მწვრთნელი: შუბერტი
გოლები: 1:0 კისლინგი (30), 2:0 ჩიჩარიტო (63), 3:0 კისლინგი (66), 4:0 ჩიჩარიტო (75), 5:0 ჩიჩარიტო (76)
გაფრთხილება: იანტშკე (40), კორბი (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 6 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: შტილერი