იტალიური “მილანი” კატალონიური “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველის, ადრიანოს შეძენითაა დაინტერესებული, მაგრამ ესპანური გრანდი მოთამაშესთან ზამთრის სატრანსფერი პერიოდში განშორების წინააღმდეგია.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, როსონერი 31 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს იხდის. წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი მის ღირებულებაზე მეტად თავად კლუბის პოზიცია უნდა გახდეს, რომელსაც ადრიანოს გაშვება არ უნდა. არადა, თითქოს ამ მხრივ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, რადგან ადრიანო გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ ითვლება. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ერთად, მან მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა - სამ-სამი ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი სუპერთასზე და ორიც ქვეყნის თასზე.