ფეხბურთი

10:48 | 12.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი მატჩით დაჩრდილული ტური

იტალიის სერია A-ს XVI ტური უჩვეულოდ სამ დღეზეა გაწერილი. მათგან ოთხი შეხვედრა კი დღეს გაიმართება.

ტურის მთავარი მატჩი კი ნეაპოლში ჩატარდება: “ნაპოლი” – “რომას” მასპინძელია და შეეცდება წინა ტურში დაკარგული ქულები უშუალო კონკრენტთან აინაზღაუროს. საერთოდაც, მაურიციო სარის გუნდმა ერთი კვირის წინ პირველი თამაში წააგო სასტარტო ტურის შემდეგ, თუმცა აღნიშნული მარცხი “აძურის” ლიდერობის დაკარგვის ფასად მაინც დაუჯდა. სამაგიეროდ, ორი დღის წინ ევროპა ლიგაზე ისევ მოიგეს და კვლავაც გამანგურებელი ანგარიშით. სხვათა შორის, მიმდინარე ევროტურნირებზე “ნაპოლი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და თანაც გატანილი გოლების მხრივ ევროპა ლიგის რეკორდი დაამყარა. მეტოქესავით დალაგებული მდგომარეობა ვერ აქვს “რომას”. მართალია, “ჯალოროსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ გასვლასაც ხომ გააჩნია? – ბორისოვის “ბატესთან” რომაელებს სანერვიულო არ მოჰკლებიათ და ვინ იცის, რომ არა “ლევერკუზენის” უიღბლობა “ბარსელონასთან” მატჩში ახლა იტალიელები იქაც არ იქნებოდნენ. არადა, “ბატესთან” მატჩში იმის მაგივრად, რომ რომაელ ტიფოზებს პლეი-ოფში 6 წლის შემდეგ გასვლა აღენიშნათ, თავიანთ ფეხბურთელებს ბევრი უსტვინეს, იქნებ გონზე მოვიყვანოთო...

ამ ტურში კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც შეიძლება ცენტრალური ვუწოდოთ. ყოველშემთხვევაში “ნაპოლი” – “რომაზე” ნაკლებ ყურადღებას ნამდვილად არ იწვევს. ტურინში “იუვენტუსი” ლიდერებთან კიდევ უფრო მიახლოვებას ეცდება და ამისთვის იდეალური შესაძლებლობა აქვს – უშუალო კონკურენტ “ფიორენტინას” მასპინძლობს და თუ მოიგებს ლიდერთა სამეულს სათოფეზე დაუახლოვდება. შუა კვირაში “იუვემ” “სევილიასთან” წააგო და ჯგუფში პირველი ადგილი დათმო, რითაც ოდნავ ხასიათი გაიფუჭა, ხოლო ფლორენციელებმა ევროპა ლიგაზე იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. საერთოდ, “ფიორენტინა” წელს ჩინებულად თამაშობს და სეზონის ბოლომდე ასე თუ გააგრძელებს, ალბათ ბოლო წლებში უდავოდ საუკეთესო სეზონი ექნება. “იუვენტუსი” კი, ნელ-ნელა თავის კლანჭებს მეტოქეებს უფრო და უფრო ანახებს.

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი კი დღეს, უდინეში, ადგილობრივ “უდინეზეს” ეწვევა და იქ შეეცდება მოპოვებული უპირატესობის მინიმუმ შენარჩუნებას.

“ჯენოა” – “ბოლონია”

გენუა, “მარასი”

12 დეკემბერი, 18:00 საათი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ანსალდი, ბურდისო; ფიგერაში, რინკონი, ტინო კოსტა, ლაქსალტი; გაკპე, პანდევი, პეროტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, იოკონომუ, გასტალდელო, მორლეო; ტაიდერი, დიავარა, ბრიენცა; მუნირი, დესტრო, რიცო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: მარკო დი ბელო

“პალერმო” - “ფროზინონე”

პალერმო, “რენცო ბარბერა”

12 დეკემბერი, 21:00 საათი

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი; ჰილიერმაკი, ბრუგმანი, ჩოჩევი; ვასკესი; ჯილარდინო, ტრაიკოვსკი

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

მსაჯი: დანიელე დოვერი

“სასუოლო” – “ტორინო”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

12 დეკემბერი, 21:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ლარიბი, მისიროლი, პელეგრინი; დეფრელი, ფლოკარი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, აკქუა, გაცი, ბაზელი, მოლინარო; კვალიარელა, ბელოტი

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“უდინეზე” – “ინტერი”

უდინე, “ფრიული”

12 დეკემბერი, 23:45 საათი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დომიცი, პირისი; ვიდმერი, ბრუნო ფერნანდესი, , ლოდი, იტურა, ედენილსონი; დი ნატალე, ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“ინტერი” (3-5-2): ჰანდანოვიჩი; მურილო, მირანდა, ჟუან ჟესუსი; ნაგატომო, ფელიპე მელო, მედელი, ბროჟოვიჩი, ტელეში; იკარდი; ლიაიჩი

მსაჯი: დავიდე მასა

“კიევო” – “ატალანტა”

ვერონა, “ბენტეგოდი”

12 დეკემბერი, 18:00 საათი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩიატორე, გამბერინი, დაინელი, გობი; რიგონი, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, პალოსკი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; რაიმონდი, პალეტა, ტოლოი, ბრივიო; ჩიგარინი, დე რუნი, კურტიჩი; მორალესი, დენისი, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“ემპოლი” – “კარპი”

ემპოლი, “კასტელანი”

12 დეკემბერი, 18:00 საათი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი; საპონარა; პუჩიარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“კარპი” (4-4-2): ბელეკი; ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია; პაშიუტი, კოფიე, ლოლო, მარტინიო; ლასანია, ბორიელო

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“მილანი” – “ვერონა”

მილანი, “სან სირო”

12 დეკემბერი, 18:00 საათი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, კალაბრია; ნიანგი, დე იონგი, მონტოლივო, ბონავენურა; ბაკა, ლუის ადრიანო

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; სალა, ბიანკეტი, მორასი, პიზანო; ვსჟოლეკი, გრეკო, ვივიანი, იონიტა; ტონი, სილიგარდი

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ნაპოლი” – “რომა”

ნაპოლი, “სან პაოლო”

12 დეკემბერი, 21:00 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; სალაჰი, ჯეკო, იაგო ფალკე

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“იუვენტუსი” – “ფიორენტინა”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

13 დეკემბერი, 23:45 საათი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ევრა; მანჯუკიჩი, დიბალა

მწვრთნელი: მასილიანო ალეგრი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ბადეი, ვესინო, ალონსო; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ლაციო” – “სამპდორია”

რომი, “ოლიმპიკო”

14 დეკემბერი, 23:45 საათი

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, ჰოედტი, ჯენტილეტი, რადუ; ბილია, პაროლო; კანდრევა, მილინკოვიჩ-სავიჩი, კეიტა; კლოზე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, ძუკანოვიჩი, რეჯინი; კარბონერო, პალომბო, ბარეტო; სორიანო; მურიელი, ედერი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: ჯანპაოლ კალვარეზე

0.116429