კალათბურთი

1:58 | 12.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 26 ქულა 27 წუთში

ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ ოროში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ორმაგი დუბლის შესრულება შესძლო.

ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” შინ “კასერესს” 85:75 სძლია, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი ბურჯანაძე გახდა, რომელმაც 27:01 წუთში 26 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

ბექამ 13-დან 8 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ლეიმა ბასკეტ კორუნამ” 8 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს უწია. ქართველი კალათბურთელის კლუბი მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს სტუმრად “ბარსელონას” II გუნდთან ჩაატარებს.

0.117669