ფეხბურთი

21:24 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა რაულ ბობადილია. “აუგსბურგის” ფეხბურთელმა “პარტიზანთან” მოგებულ მატჩში (3:1) 89-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გატანა და თავისიანები ჯგუფიდან გაიყვანა.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: დენის ბოიკო (“დნიპრო”)

მცველები: დიმიტრიოს კონსტანტინიდისი (“პაოკი”), რაგნარ სიგურდსონი (“კრასნოდარი”), ნემანია პეიჩინოვიჩი (მოსკოვის “ლოკომოტივი”)

ნახევარმცველები: ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”), დრის მერტენსი (“ნაპოლი”), ტულან ხაკა (“ბაზელი”), აბდელაზიზ ბარადა (“მარსელი”)

თავდამსხმელები: დავიდ ლაფატა (“სპარტა”), მაქსიმ ჩოუპო-მოტინგი (“შალკე”), რაულ ბობადილია (“აუგსბურგი”)

0.117396