ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა კატალონიის “ბარსელონას” მესვეურთა თვალთახედვის არეშია. ამის შესახებ კატალონური გამოცემა “სპორტი” წერს. როგორც წყარო იტყობინება, “ბარსა” დიბალას “კამპ ნოუზე” გადასაბირებლად მზადაა 80 მილიონი ევრო გაიღოს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არგენტინელ ფეხბურთელზე საქებარი სიტყვები “ბლაუგრანას” ლიდერმა ლიონელ მესიმ არ დაიშურა და განაცხადა, რომ დიბალას დიდი მომავალი აქვს.
22 წლის პაულო დიბალა “იუვენტუსში” “პალერმოდან” მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა და “ბებერი ქალბატონის” წამყვან ფეხბურთელად მალევე ჩამოყალიბდა. სერია A-ში მის ანგარიშზე 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.