18 წლამდე ასაკის ვაჟ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ,,ბ“ დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირი, შესაძლოა თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტთან“ საუბარში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა.
,,ფიბაში უკვე გავაგზავნეთ განაცხადი, რათა თბილისმა ,,ბ“ დივიზიონის 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლოს,“- გვითხრა გაბრიჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დივიზიონში საქართველოს ნაკრებიც თამაშობს, რომელსაც გია კაზანჯიანი ხელმძღვანელობს.