თამაშგარე

15:04 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამბროზიო საახალწლო სიურპრიზს გვპირდება

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მუზად სახელდებული "ვიქტორია სიქრიტის" მომხიბვლელი მოდელი, ალესანდრა ამბროზიო სულ მალე კარის შემომღები ახალი წლის დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადება და მის მილიონობით მოტრფიალეს გამორჩეულად გულისგანმგმირავ სიურპრიზს პირდება.

ამბროზიო თავის გულშემატკივრებსა და მის სილამაზეზე დაფეთებულებს ურჩევს, რომ როდესაც 31 დეკემბრის ბოლო წუთები მიილევა და 2016 წელი ოფიციალურად დადგება, ყველამ მის "ფეისბუქის" გვერდს მიაკითხოს და იქ მათ ისეთი სიურპრიზი დახვდებათ, რაც არასოდეს დაავიწყდებათ.

ჩვენ აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ბრაზილიელი შხვართი ასული გაგანია ახალ წელს ივანე ბატონიშვილის "კალმასობის" კითხვას არ დაიწყებს. მაშ რას იზამს? იმას იზამს რაც აქამდეც უქნია - სამოსს შემოიძარცვავს და მტერსაც და მოყვარესაც დაატკბობს თავისი სილამაზით. ისე, ასეთი ქალის მტერი რატომ უნდა იყოს საღ გონებაზე მყოფი ადამიანი?!...

0.159084