ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწიეს და მთავარი პრიზისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ მე-7 რეიტინგის მქონე ალიონა ფომინა (უკრაინა) 6:1, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში ბრაზილიელ ლაურა პიგოსის (მე-3) ეთამაშება.
ფინალის მე-2 საგზურისთვის ქვაცაბაია და მე-4 რეიტინგის მქონე რუმინელი ელენა გაბრიელა რუსე იბრძოლებენ. მე-2 ნომრად მიჩნეულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ბულგარელ პეტია არშინკოვას (მე-5) 6:4, 6:3 სძლია.