ფეხბურთი

10:49 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის დაბრუნებას ამ კვირაში ელიან

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის გამოჯანმრთელებას მიმდინარე კვირის ბოლოს ელიან. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი ilterrenogelocal.it-ი იუწყება. როგორც აღნიშნული წყარო წერს, 25 წლის ქართველს გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყება სწორედ ზემოხსენებულ ვადებში შეეძლება.

შეგახსენებთ, მჭედლიძე 7 სექტემბერს, ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩში დაშავდა. მართალია, მას შემდგომ ლევანის მწვანე მოედანზე დაბრუნებას რამდენჯერმე ვარაუდობდნენ, მაგრამ იგი ამ დრომდე ლაზარეთში იმყოფებოდა. ამის ფონზე ქართველ ფორვარდს სერია A-ში წლეულს ოდენ ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.120495