“საუთჰემპტონის” ძირითადმა მეკარემ ფრეიზერ ფორსტერმა ვარჯიში განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.Com–ი ავრცელებს.
ინგლისის ნაკრების კიპერმა მუხლის მძიმე დაზიანება მარტში მიიღო და მას შემდეგ მკურნალობდა. ფრეიზერმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა რონალდ კუმანის თქმით, ფორსტერს სასურველი კონდიციების აღდგენისთვის დრო სჭირდება და უახლოეს ტურში მისი თამაში გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მეკარე “საუთჰემპტონში” 2014 წელს “სელტიკიდან” გადავიდა და “წმინდანების” კარი 37 მატჩში დაიცვა.