ფეხბურთი

21:17 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტური სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი ორი მოთამაშე ლონდონის “არსენალს” ჰყავს. “მეთოფეების” რიგებიდან ლორენ კოშელნი და ოლივერ ჟირუ გამოარჩიეს. ფრანგმა თავდამსხმელმა “ოლიმპიაკოსს” 3 გოლი გაუტანა და ინგლისური გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.

დაცვის ხაზში ნალდოს აღიარება ლოგიკური გახლდათ. ბრაზილიელმა “მანჩესტერ იუნაიტედს დუბლი შეუსრულა, “ვოლფსბურგი” ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანა, ხოლო ინგლისელები ჯგუფში ჩატოვა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, თავდასხმის ხაზში კრიშტიანუ რონალდუმაც დაიკავა ადგილი. პორტუგალიელმა “მალმიოსთან” მოგებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”)

მცველები: ფილიპ მლადენოვიჩი (“ბატე”), ჯეფრი ბრუმა (პსვ), ნალდო (“ვოლფსბურგი”), ლორენ კოშელნი (“არსენალი”)

ნახევარმცველები: ედენ აზარი (“ჩელსი”), სელჩუკ ინანი (“გალათასარაი”), დანიელ მილიჩევიჩი (“გენტი”)

თავდამსხმელები: ოლივერ ჟირუ (“არსენალი”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”)

0.118642