კალათბურთი

19:17 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეიდის მე-800 მატჩი

“მაიამი ჰიტის” ლიდერმა დუეინ უეიდმა კარიერაში მე-800 შეხვედრა ჩაატარა. გამთენიისას “შარლოტ ჰორნეტსმა” შინ “მაიამი ჰიტი” 99:81 დაამარცხა. საიუბილეო შეხვედრაში უეიდმა გუნდს 11 ქულა 4 პასი და 2 მოხსნა შესძინა.

უეიდმა რვაასივე შეხვედრა “მაიამი ჰიტის” მაისურით ჩაატარა. ერთი და იმავე გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მას რამდენიმე კალათბურთელი უსწრებს: დირკ ნოვიცკი (“დალასი”), კობი ბრაიანტი (“ლეიკერსი”), ტონი პარკერი, მანუ ჯინობილი, ტიმ დანკანი (სამივე “სან ანტონიო”), ნიკ კოლისონი (“ოკლაჰომა”,)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე მეტი 1611 შეხვედრა რობერტს პერიშს აქვს ჩატარებული.

0.129715