ჭადრაკი

14:00 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამი ლიდერი ლონდონის ტურნირზე

ლონდონში გრძელდება მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირთა სერიის (Grand Chess Tour) მორიგი ეტაპი. შეჯიბრს 5 ტურის თავზე 3 ლიდერი ჰყავს. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავის (საფრანგეთი, 2773), ჰიკარუ ნაკამურას (აშშ, 2793) და ანიშ გირის (ჰოლანდია, 2784) სამ-სამი ქულა გააჩნიათ.

საინტერესოა, რომ ლიდერებს 0.5 ქულით ერთბაშად ექვსი მონაწილე ჩამორჩება: ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2747), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2793), ვიში ანანდი (ინდოეთი, 2796), მაიკლ ადამსი (ინგლისი, 2737), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2788) და პლანეთის უძლიერესი მოჭადრაკე მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2834).

აშკარა აუტსაიდერი ბულგარელი ვესელინ ტოპალოვია (2803), რომელმაც ხუთ ტურში უკვე 3 მარცხი განიცადა და 1.0 ქულით მე-10 ადგილზეა.

სუპერტურნირი 4 დეკემბერს დაიწყო და 13 დეკემბრამდე გასტანს. მონაწილეები წრიული სისტემით 9 ტურად ეჯიბრებიან ერთმანეთს.

მე-6 ტურში გირი კარლსენს ეთამაშება, ნაკამურა – არონიანს, ტოპალოვი – ადამსს, გრიშჩუკი – ანანდს, ხოლო ვაშიე-ლაგრავი – კარუანას.

0.115858