კალათბურთი

13:43 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 6 ქულა წაგებულ მატჩში

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. ქართველი კალათბურთელის კლუბი ამჯერად “დენვერ პიონერსს” დაუპირისპირდა და მწირქულიან მატჩში 47:59 დამარცხდა.

სანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 6 ქულა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. დუდამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 6 სამქულიანი კი ააცილა. მასვე პასივში 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

“სან დიეგოს” ვესთ ქოუსთის დივიზიონში საკონფერენციო თამაშები ჯერაც არ დაუწყია, წინასასეზონო მატჩებში კი 3 მოგება და 6 მარცხი აქვს. “ტორეროსი” მომდევნო შეხვედრას კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.117872