მაშ ასე, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალისტები სრულად გამოვლინდნენ. დღეს, ჯგუფური ეტაპი დასრულდა და იმ ხუთი გუნდის ვინაობაც გაირკვა, რომლებიც დამდეგი წლიდან სანუკვარი თასისთვის ბრძოლას დანარჩენ 11 კლუბთან ერთად პლეი-ოფში განაგრძობენ.
“რომა”, “არსენალი”, “ჩელსი”, კიევის “დინამო” და “გენტი” – სწორედ ამ გუნდებმა შეავსეს დარჩენილი ადგილები. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურის წინ ორივე ლნდონური გუნდი საფრთხის წინაშე იყო, რომ ჯგუფური ბარიერი ვერ დაეძლიათ, მაგრამ ორთავემ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს.
მერვედფინალისტები ორშაბათს, 14 დეკემბერს დაწყვილდებიან.
E ჯგუფი
ბოლო ტურის წინ კატალონიის “ბარსელონას” პირველი ადგილი განაღდებული ჰოქნდა, ხოლო დანარჩენ სამ გუნდს ერთმანეთისგან ქულა აშორებდათ, შესაბამისად ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, არაფერი შეიცვალა – ორივე თამაში ფრედ დასრულდა. “ბაი არენაზე” “ლევერკუზენი” განახევრებული შემადგენლობით მოთამაშე და უმოტივაციო “ბარსელონასთან” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მოსაგები თამაშიც ჰქონდა, მაგრამ შექმნილი მომენტებიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა: 23-ე წუთზე ხავიერ ერნანდესმა და ვინაიდან მანამდე ლიონელ მესის გატანა უკვე მოესწრო მატჩის 1:1 დასრულდა, ხოლო “ბაიერს” ევროპა ლიგით მოუწია დაკმაყოფილება.
მეორე ადგილზე კი იტალიური “რომა” გავიდა. “სტადიო ოლიმპიკოზე” შეკრებილმა ქომაგმა არცთუ სანახაობრივი ფეხბურთი იხილეს და 0:0 ამ მატჩის ლოგიკური დასასრულიც იყო. მთლიანობაში იტალიელები უპირატესობას ფლობდნენ და მოგებასთან უფრო ახლოს იყვნენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ერთ ეპიზოდში მაქსიმ ვოლოდკოს ვოიცეხ შჩესნიმ ისეთი აუღო, თქვენგან მოწონებული. არადა, ბელორუსი შემტევი სულ რაღაც ორი მეტრიდან ურტყამდა, თანაც შეუჩერებლივ, მაგრამ პოლონელმა კიპერმა შესაშური რეაქცია გამოავლინა და “რომა” ლიგის პლეი-ოფში 6 წლიანი პაუზის მერე გაიყვანა. რაც შეეხება “ბატეს”, მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსის ჩემპიონი მეოხხე ადგილს დასჯერდა, მხოლოდ ქებას იმსახურებს.
“რომა” – “ბატე” 0:0 (0:0) (მიმოხილვა)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 30 000
“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; იტურბე (სალაჰი 60), ჯეკო, იაგო ფალკე (უჩანი 83)
მწვრთნელი: რუდი გარსია
“ბატე” (4-2-3-1): ჩერნიკი; ჟავერჩუკი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი, პოლიაკოვი (დუბრა 56); იაბლონსკი, ნიკოლიჩი (კარნიცკი 79); სტასევიჩი, გორდეიჩუკი, გლები; მოზოლევსკი (მ. ვოლოდკო 60)
მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (8) – 9 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
“ლევერკუზენი” – “ბარსელონა” 1:1 (1:1) (მიმოხილვა)
ლევერკუზენი, “ბაი არენა”
მაყურებელი: 29 412
“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰილბერტი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; კრამერი (პაპადოპულოსი 90), კამპლი; ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 79), მეჰმედი (კისლინგი 70); ჩიჩარიტო
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ადრიანო, ბარტრა, ვერმაელენი, ალბა (კამარა 74); რაკიტიჩი, სამპერი, კაპტუმი (გუმბაუ 62); მესი, მუნირი, სანდრო
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 მესი (20), 1:1 ჩიჩარიტო (23)
გაფრთხილება: კამპლი (29) – ბარტრა (52), გუმბაუ (85), რაკიტიჩი (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (10) – 4 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 3:4
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
F ჯგუფი
არსენ ვენგერის “არსენალმა” ათენში მიზანს მაინც მიაღწია. “მეთოფეებს” ბევრი აკრიტიკებდა და ბევრს უკვე ჩამოწერილიც ჰყავდათ, მაგრამ “გეორგიუს კარაისკაკიზე” ფრანგმა ოლივიე ჟირუმ გაიბრწყინა, რომელმაც მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და “არსენალი” ჯგუფში ჩარჩენისგან იხსნა. ლონდონელები მერვედფინალში ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი მაჩვენებლის გამო გავიდნენ, “ოლიმპიაკოსი” კი ევროპა ლიგაზე გადაერთვება.
ჯგუფის მეორე მატჩს ინტრიგა არ ახლდა და ზაგრების “მაქსიმირზეც” “დინამომ” და “ბაიერნმა” უბრალოდ მოვალეობა მოიხადეს. და მაინც, ისევ შეუჩერებელია რობერტ ლევანდოვსკი – სწორედ პოლონელის დუბლით მოიგო “რეკორდმაისტერმა”.
“ოლიმპიაკოსი” – “არსენალი” 0:3 (0:1) (მიმოხილვა)
ათენი, “კარაისკაკი”
მაყურებელი: 31 000
“ოლიმპიაკოსი” (4-2-3-1): რობერტო; ელაბდელაუი, და კოსტა, სიოვასი, მუსუაკუ; კასამი (დომინგესი 72), მილივოიევიჩი; ფორტუნისი, სება (ერნანი 77), პარდო (ფინბოგასონი 86); იდიე
მწვრთნელი: მარკო სილვა
“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი; რემსი, ფლამინი; კემპბელი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 90), იოზილი, უოლკოტი (გიბსი 72); ჟირუ (ჩემბერსი 90)
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 ჟირუ (29), 0:2 ჟირუ (49), 0:3 ჟირუ (67. პენ)
გაფრთხილება: ფორტუნისი (9), ელაბდელაუი (66) – რემსი (18), ჟირუ (63)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 10 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
“დინამო” (ზაგრები) – “ბაიერნი” 0:2 (0:0) (მიმოხილვა)
ზაგრები, “მაქსიმირი”
მაყურებელი: 19 681
“დინამო” (4-3-3): ედუარდო; პინტო, პივარიჩი, სიგალი, ტარაველი; ანტოლიჩი, სანტოსი, როგი (პავიცაჩი 81); სუდანი, კორიჩი (პიაცა 61), ჟუნიორი (მაჩადო 74)
მწვრთნელი: ზორან მამიჩი
“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრიხი; ლამი, ბენატია (ბოატენგი 46), მარტინესი, რაფინია; ალონსო, როდე; კიმიჩი, გრინი (ვიდალი 62), რიბერი (მიულერი 46); ლევანდოვსკი
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (61), 0:2 ლევანდოვსკი (64)
გაფრთხილება: სანტოსი (31), პივარიჩი (74), ედუარდო (87)
გამოუყენებელი პენალტი: მიულერი (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 25 (12) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 5:11 თამაშგარე: 4:5
მსაჯი: მარტინ სტროემერგსონი (შვედეთი)
G ჯგუფი
ჟოზე მოურინიო გადარჩა – “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე პორტუგალიურ “პორტუს” 2:0 აჯობა და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა. მასპინძLები დასაწყისშივე სტუმართა ავტოგოლით წინ გავიდნენ, ხოლო მეორე ნახევრის დებიუტში ვილიანმა სხვაობა გაზარდა. საერთოდ, “ანჟის” ექსშემტევი წლეულს ლონდონელთა რიგებში აშკარად გამორჩეულია. “პორტუ” კი ჯგუფიდან ვერ გავიდა. არადა, იულიენ ლოპეტეგის გუნდი 4 ტურის მერე მერვედფინალში ყველას გასული ეგონა, მაგრამ ბოლო ორ ტურში “დრაკონებმა” ვერაფერი გაახერხეს და ახლა ევროპა ლიგაზე მოუწევთ ძალების მოსინჯვა.
კიევის “დინამომ” ცარიელი ტრიბუნების ფონზე თელ-ავივის “მაკაბის” მე-16 წუთზე დენის გარმაშის კინკილა გოლით მოუგო, მაგრამ მერვედფინალში გასასვლელად ესეც ეყო. აღსანიშნავია, რომ “დინამო” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს 16 წლიანი პაუზის მერე უბრუნდება.
“დინამო” (კიევი) – “მაკაბი” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)
კიევი, “ოლიმპიური სტადიონი”
მაყურებელი: უმაყურებლოდ (დისკვალიფიკაცია)
“დინამო” (4-2-3-1): შოვკოვსკი; დანილო, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში; სიდორჩუკი, გარმაში (ველოზუ 64); იარმოლენკო (გუსევი 18), რიბალკა, გონსალესი; მორაეში (ტეოდორსკი 89)
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
“მაკაბი” (4-2-3-1): რაიკოვიჩი; დასა, ტიბი, ბენ ჰარუში, გარსია; ალბერმანი, მიხა (ვერმუთი 72); ბენ ჰაიმი (იტცაკი 83), რიკანი; აიეგბორი (პერეტცი 72); ზაჰავი
მწვრთნელი: სლავისია იოკანოვიჩი
გოლები: 1:0 გარმაში (16)
გაფრთხილება: ანტუნეში (31), დანილო (40), რიბალკა (45) – აიეგბორი (42), ტიბი (81), იტცაკი (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 56%-42% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 7:1
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
“ჩელსი” – “პორტუ” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
მაყურებელი: 41 000
“ჩელსი” (4-2-3-1): კურტუა; ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა; რამირესი, მატიჩი; ვილიანი, აზარი (რემი 90), ოსკარი (პედრო 81); დიეგო კოშტა (ობი მიკელი 86)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მ. პერეირა (ნევეში 57), მაიკონი, მარკანო, მარტინს ინდი; დ. პერეირა, იმბულა (აბუბაკარი 56), ერერა (ტელო 71); ლაიუნი, კორონა, ბრაჰიმი
მწვრთნელი: იულიენ ლოპეტეგი
გოლები: 1:0 მარკანო (12, ა.გ), 2:0 ვილიანი (52)
გაფრთხილება: დიეგო კოშტა (20), მატიჩი (31), ივანოვიჩი (74) – მ. პერეირა (34), დ. პერეირა (41), მარტინს ინდი (43)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 16 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ჩუნეთ ჩექირი (თურქეთი)
H ჯგუფი
ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი “გენტი” მერვედფინალშია! – ჯგუფური ეტაპის დაწყების წინ, ალბათ, ბელგიელთა ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ეინ ვანჰაეზბრუკის ბიჭები საკუთარ თავს გადაახტებოდნენ, მაგრამ ასე მოხდა. “გენტმა” ამჯერად სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” დაამარცხა, თუმცა საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომც ვერ მოეგო, ჯგუფიდან მაინც გააღწევდა. “ზენიტმა” კი მიმდინარე ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა და შანსი გაუშვა გამხდარიყო ლიგის ისტორიაში მეშვიდე გუნდი, რომელიც ჯგუფში ყველა თამაშს მოიგებდა.
ფრანგულმა “ლიონმა” კი კარი გაიჯახუნა. “ოლიმპიკს” აქამდე კინკილა ქულა (პირველ ტურში) აეღო, თუმცა “ესტადიო მესტალიაზე” “ვალენსიას” მაინც მოუგო. ესპანური გუნდი კი აშკარად კრიზისშია. მათ ვერც ინგლისელი გარი ნევილი შველით. არადა, ჯგუფური ტურნირის დაწყების წინ ფავორიტად “ღამურები” განიხილებოდნენ...
“გენტი” – “ზენიტი” 2:1 (1:0) (მიმოხილვა)
გენტი, “გელამკო არენა”
მაყურებელი: 19 500
“გენტი” (3-5-2): სელსი; რაფინია, ნილსენი, მიტროვიჩი; ფოკეტი, ნეტო, კუმსი, მილიჩევიჩი (დეიაგერე 82), ასარე; დეპოიტრე (კულიბალი 90), სიმონი (საიეფი 88)
მწვრთნელი: ეინ ვანჰაეზბრუკი
“ზენიტი” (4-2-3-1): ლოდიგინი; ანიუკოვი (ბოგაევი 82), გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო; ხავი გარსია (ტროიანოვი 86), ნეტო; დანი, იუსუპოვი, რიაზანცევი (დოლგოვი 61); ძიუბა
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
გოლები: 1:0 დეპოიტრე (18), 1:1 ძიუბა (65), 2:1 მილიჩევიჩი (78)
გაფრთხილება: მილიჩევიჩი (80), მიტროვიჩი (90) - გარაი (44), ხავი გარსია (75), იუსუპოვი (77), ლოდიგინი (79), ლომბერტსი (89), დანი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (9) – 9 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: მანუელ დე სოუსა (პორტუგალია)
“ვალენსია” – “ლიონი” 0:2 (0:1) (მიმოხილვა)
ვალენსია, “მესტალია”
მაყურებელი: 35 000
“ვალენსია” (4-3-3): დომენეკი; ჟოაო კანსელო, მუსტაფი, აბდენური, გაია; პერესი (ხავი ფუეგო 24), პარეხო, დანილო (ნეგრედო 52); სანტი მინა, ალკასერი, დე პაული (პიატი 75)
მწვრთნელი: გარი ნევილი
“ლიონი” (4-3-1-2): ლოპესი; რაფაელი, იანგა-მბივა, მორელი, ბედიმო; დარდე (კონე 77), გონალონსი, ტოლისო; გრენიე (გეძალი 70); კორნე, ლაკაზეტი (ბიავუ 77)
მწვრთნელი: ჰუბერ ფურნიე
გოლები: 0:1 კორნე (37), 0:2 ლაკაზეტი (76)
გაფრთხილება: აბდენური (24), მუსტაფი (38), სანტი მინა (44) – ტოლისო (68)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (5) – 13 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 14:2 თამაშგარე: 5:1
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)