ფეხბურთი

21:34 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” 18 წლის ბრაზილიელი ფორვარდით ინტერესდება

ლონდონის “არსენალი” ბრაზილიური “პალმეირასის” 18 წლის თავდამსხმელით გაბრიელ ჟესუსით ინტერესდება – იუწყება გამოცემა Calcionews24.com.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ლონდონელები გაბრიელის ხელში ჩაგდგებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან.

თინეიჯერ ფეხბურთელს ცენტრ ფორვარდის პოზიციის გარდა, უკანდახეულ ფორვარდად და მარჯვენა ვინგერად შეუძლია თამაში. მას “პალმეირასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და ცნობილი გამოცემა Transfermarkt 2 მილიონ ევროდ აფასებს.

ჟესუსმა ბრაზილიის დასრულებულ ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.119412