ფეხბურთი

20:31 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლანცინი 6 კვირას გამოტოვებს

“ვესტ ჰემის” ნახევარმცველი მანუელ ლანცინი ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.

არგენტინელმა ფეხბურთელმა დაზიანება “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩატარებულ მატჩამდე მიიღო და როგორც სრულფასოვანმა სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა, ტრავმა სერიოზულია. მანუელს ბარძაყის პრობლემები აქვს და დაახლოებით 6 კვირის გამოტოვება მოუწევს.

22 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, ლანცინის სატრანსფერო უფლებები “ალ-ჯაზირას” ეკუთვნის და ლონდონურ კლუბში იჯარით ასპარეზობს.

0.129149